ჰარი კეინი ბაიერნთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანი 2023 წელს ტოტენჰემიდან გერმანიაში გადასვლის შემდეგ ფანტასტიკურ შედეგებს აჩვენებს - მან 141 მატჩში 138 გოლი გაიტანა.
კეინის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალი სეზონის ბოლოს გასდის. ბაიერნს სურს 32 წლის ფორვარდი გუნდში დიდი ხნით დატოვოს. თავად ფეხბურთელი არ მალავს, რომ გერმანიაში თავს ბედნიერად გრძნობს, მისი ოჯახი კი მიუნხენში კარგად დამკვიდრდა. მას უკვე მოგებული აქვს ბუნდესლიგის ორი ტიტული და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსსაც ინარჩუნებს.
კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები ზაფხულში დაიწყება. მისი თქმით, ჰარი კეინის გადმოყვანა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო.
რუმენიგემ აღნიშნა, რომ კეინმა ვინსენტ კომპანის ხელში ახალი ტრანსფორმაცია განიცადა. ის ახლა მხოლოდ გოლების გამტანი კი არა, ფლეიმეიქერიცაა, რომელიც ნახევარდაცვაში იხევს და გრძელი პასებით მაიკლ ოლისესა და ლუის დიასს ამარაგებს.