რეალის ორ ლიდერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
როგორც ფრანგი ჟურნალისტი Pablo Gallego იტყობინება, კილიან მბაპემ გასახდელში თანაგუნდელებს ღიად უსაყვედურა და სეზონის ჩავარდნაში დაადანაშაულა.
ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომელმაც მბაპესთვის პასუხის გაცემა გაბედა - ბელინგემი იყო, რომელმაც ფრანგს უთხრა, რომ მისი დონეც ხშირად არასათანადო იყო და მის გამო გუნდმა არაერთი მატჩი ვერ მოიგო.
საბოლოოდ, ფეხბურთელებს შორის უკვე რამდენიმე თვეა დაძაბული ურთიერთობაა.
შეგახსენებთ, რომ რეალმა კოპა დელ რეის პირველივე რაუნდი მე-3 ლიგის გუნდთან დათმო, ჩემპიონთა ლიგიდან 1/4 ფინალში გამოვარდა, ლა ლიგში კი ლიდერ ბარსელონას 11 ქულით ჩამორჩება.