გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ედერ მილიტაოს ტრავმა გაუმწვავდა და შესაძლოა ოპერაცია კიდევ ერთხელ დასჭირდეს.
საშინელი ამბავი გავრცელდა მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ. Cadena COPE-ს ჟურნალისტის, მიგელ ანხელ დიასის ცნობით, ედერ მილიტაოს ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმეორდა.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის - იმავე ჟურნალისტის თქმით, მარცხენა ფეხის ბარძაყის ახალი ტრავმის შემდეგ, მილიტაოს ოპერაცია აუცილებლად დასჭირდება.
ეს ტრავმა მას სეზონის ბოლომდე გამოთიშავს მადრიდის რეალის მატჩებისგან, რაც უკვე ცნობილი იყო, თუმცა ყველაზე ცუდი ისაა, რომ მილიტაო უახლოეს მსოფლიო ჩემპიონატსაც ნამდვილად გამოტოვებს. ეს კი დიდი დარტყმაა ბრაზილიის ნაკრებისა და კარლო ანჩელოტისთვის.
ესტევაოს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ეჭვქვეშაა