ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა და ექს-მწვრთნელმა, ჩავიმ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
მესი საუკეთესო იყო. მასზე უკეთესი არასოდეს არავინ იქნება. ის გაბრაზდებოდა, სხვა გუნდში რომ გადავსულიყავი.
ლიონელმა მე უკეთესი გამხადა: ის ძალიან თავმდაბალი და შრომისმოყვარე ადამიანია. ამას ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, როცა 16 წლის ვიყავი.
მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვცდილობდი მისი ბარსელონაში დაბრუნებას.
ხუთი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თქვა „არა“, - განაცხადა ჩავიმ.