L’Équipe-ის ინფორმაციით, შაბათს ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის შედეგად, კილიან მბაპეს სერიოზული დაზიანება არ გამოუვლინდა.
რეალის თავდამსხმელმა ბეტისთან ლა ლიგის მატჩის (1:1) 80-ე წუთზე შეცვლა ითხოვა და მოედანი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთის გადატვირთვა დაუდგინდა.
ორშაბათს კილიანს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ჩაუტარდება, რათა ტრავმის ზუსტი ხასიათი და შესაძლო უქმობის ხანგრძლივობა დადგინდეს.
აღსანიშნავია, რომ რეალის სამედიცინო პერსონალი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ვარაუდობენ, რომ დისკომფორტი, რომელსაც მბაპე გრძნობს, მართლაც უმნიშვნელო პრობლემაა.
მომავალ კვირას ესპანიოლის წინააღმდეგ გასამართ მატჩში ფორვარდის მონაწილეობა ჯერჯერობით არ გამოირიცხება.