La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა მილანს რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ თანხასთან ერთად სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი - მანუელ უგარტე, მარკუს რაშფორდი ან ჯოშუა შესთავაზოს.
მილანი მზადაა ზაფხულში პორტუგალიელი შემტევის თაობაზე წინადადებები განიხილოს. Gazzetta ადასტურებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედი როსონერის ვარსკვლავით დაინტერესებულ კლუბებს შორისაა. Tuttosport გასულ კვირას იტყობინებოდა, რომ წითელი ეშმაკების სკაუტები ლეაუს იუვენტუსის წინააღმდეგ მატჩში აკვირდებოდნენ, როდესაც ფეხბურთელს საკუთარმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ დაუსტვინეს.
ლეაუს კონტრაქტში 175 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აქვს, თუმცა Gazzetta-ს ცნობით, მილანის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების დაწყებას 50 მილიონიდანაც განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ კლუბს მხოლოდ ფულადი შეთავაზების მიღება სურს, მანჩესტერ იუნაიტედი შეეცდება ერთ-ერთი ფეხბურთელის გარიგებაში ჩართვით ფასი შეამციროს.
გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედის პრიორიტეტული სამიზნე მარცხენა ფლანგზე ასტონ ვილას მორგან როჯერსია, თუმცა 23 წლის მოთამაშე ლეაუზე ორჯერ ძვირი, დაახლოებით 100 მილიონი ევრო ეღირება. სწორედ ამიტომ, პორტუგალიელის ვარიანტი აქტუალური რჩება.
რაც შეეხება შეთავაზებულ ფეხბურთელებს, რაშფორდი ამჟამად იჯარით ბარსელონაში იმყოფება, თუმცა ჯერ უცნობია, გამოიყენებენ თუ არა კატალონიელები მისი 30 მილიონად გამოსყიდვის უფლებას. მილანს რაშფორდთან კონტაქტი ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში ჰქონდა, ხოლო ჯოშუა მათი სამიზნე გასულ წელს იყო, სანამ ის ბოლონიას ოლდ ტრაფორდზე გასაცვლელად დატოვებდა.
მილანი ზაფხულში შეტევის ხაზის რეკონსტრუქციას გეგმავს და Gazzetta-ს ცნობით, მათ სიაში პირველ ადგილზე ატლეტიკო მადრიდის ფორვარდი, ალექსანდრე სორლოტია.