მაიკლ კერიკს მიაჩნია, რომ ბრუნო ფერნანდეში პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს პრეტენდენტთა შორის უნდა იყოს.
ფერნანდეშს ახლა მხოლოდ ერთი ასისტი აშორებს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 20 საგოლე გადაცემის რეკორდამდე, რომელსაც კევინ დე ბრუინე და ტიერი ანრი ფლობენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ბენჟამინ შეშკოს იუნაიტედის მეორე გოლი გაატანინა.
პორტუგალიელი პლეიმეიქერი ასევე მონაწილეობდა პირველ გოლშიც. მისი მოწოდებული კუთხურის შემდეგ ჰარი მაგუაიერმა ბურთი კარის გასწვრივ გადააწოდა კაზემიროს, რომელმაც თავით გაიტანა.
VIDEO: ბრუნო რეკორდს უახლოვდება - მანჩესტერმა ბრენტფორდს მოუგო
ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ იუნაიტედს დარჩენილ ოთხ მატჩში მხოლოდ ორი ქულა სჭირდება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დასაბრუნებლად.
კერიკმა განაცხადა:
იმედია, ბრუნო ინდივიდუალურ აღიარებას მიიღებს. ის ამას იმსახურებს იმ გავლენის გამო, რაც გუნდზე აქვს და იმ მომენტებისთვის, რაც შექმნა. იქნება ეს საგოლე პასები, გოლების გატანა თუ სხვაგვარი გავლენა კლუბზე, მას დიდი სეზონი ჰქონდა.