ტოტენჰემმა მძიმე დარტყმა მიიღო, რადგან შესაძლოა სეზონის ბოლომდე დომინიკ სოლანკეს გარეშე დარჩეს.
კლუბმა შაბათს ვულვერჰემპტონთან სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (1:0) მოიპოვა, თუმცა ეს მოგება მათ ძვირად დაუჯდათ.
სოლანკე იძულებული გახდა მოედანი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო დაეტოვებინა, ხოლო ჩავი სიმონსმა ჯვარედინი იოგების ტრავმა მიიღო.
ტოტენჰემს სოლანკეს ტრავმის სიმძიმის შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებია, თუმცა The Telegraph იტყობინება, რომ ფორვარდს შესაძლოა მეორე ხარისხის დაზიანება ჰქონდეს. მის გამოჯანმრთელებას შესაძლოა სამიდან რვა კვირამდე დასჭირდეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის ტოტენჰემის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
სოლანკემ აგვისტოში კოჭის ტრავმა მიიღო და ოთხ თვეზე მეტხანს ვერ თამაშობდა, თუმცა, სეზონის მეორე ნახევარში ის რეგულარული სასტარტო მოთამაშე გახდა და პრემიერ ლიგის 15 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
სოლანკეს არყოფნა დიდი დარტყმა იქნება ტოტენჰემის მიზნისთვის, რომ პრემიერ ლიგაში დარჩეს. კლუბი ამჟამად კვლავ გასავარდნ ზონაშია გაჭედილი, მიუხედავად გასულ უქმეებზე ვულვზთან მოპოვებული გამარჯვებისა.