ჯეიდონ სანჩოს კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან ოფიციალურად ამოიწურა.
ინგლისელი ფეხბურთელი იუნაიტედში 2021 წელს დორტმუნდის ბორუსიადან 75 მილიონ ფუნტად გადავიდა ა კლუბის ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
თუმცა, ოლდ ტრაფორდზე ინგლისელის კარიერა ვერ აეწყო და დროის დიდი ნაწილი მან იჯარით სხვადასხვა კლუბებჩი გაატარა.
2024 წელს ის დორტმუნდში დაბრუნდა, 2025-ში ჩელსიში ითამაშა, 2026-ში კი ასტონ ვილაში, თუმცა არცერთმა კლუბმა მისი გამოსყიდვა არ მოისურვა.
საბოლოოდ, სანჩოს კონტრაქტი მანჩესტერთან ამოიწურა და ამიერიდან ის თავისუფალი აგენტია, შესაბამისად ნებისმიერ კლუბში უფასოდ შეეძლება გადასვლა.