რეალმა ვინისიუსი შესაძლოა უფასოდ დაკარგოს.
ბრაზილიელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერა და ვერ თანხმდებიან.
როგორც გამოცემა AS იუწყება, ბრაზილიელმა გადაწყვიტა, რომ რეალთან ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმების შემთხვევაში, გუნდი მომავალ ზაფხულს უფასოდ დატოვოს.
მიუხედავად ამისა, ვინის მთავარი მიზანი გუნდში დარჩენაა, თუმცა თავისი პირობებით. მოლაპარაკებების პროცესში ბრაზილიელმა ბევრად მეტად შეამცირა თავისი მოთხოვნები, ვიდრე რეალმა, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ახლოსაც კი არ არის.
რეალს თავისი ერთ-ერთი ლიდერის უფასოდ დაკარგვა არ სურს და უფრო წელს გაყიდვა ურჩევნია, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ვინიმ წელს მადრიდიდან აბარგება კატეგორიულად გამორიცხა და ურჩევნია, კლუბი მომავალ ზაფხულს, სრულიად უფასოდ დატოვოს და ახალი კლუბისგან უფასოდ მოსვლისთვის სოლიდური ბონუსიც მიიღოს.