მანჩესტერ იუნაიტედმა ბრაიტონის კამერუნელი ნახევარმცველის, კარლოს ბალების ტრანსფერი ოფიციალურად შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე ხელმოწერილი და გარიგება 100 პროცენტით დადასტურებულია.
ტრანსფერის ღირებულება 65 მილიონია, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება, ხოლო ბრაიტონი მომავალი გაყიდვებიდან პროცენტსაც შეინარჩუნებს. 22 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება შაბათს წარმატებით გაიარა და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი დასრულებულია, იუნაიტედის ფანებს ბალების მოედანზე ხილვა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, რადგან ფეხბურთელს ტრავმა. ეს ზაფხულში იუნაიტედის უკვე მესამე ნახევარმცველია ანდრეი სანტოსისა და იური ტილემანსის შემდეგ.