მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასამართ პირველ მატჩამდე იუვენტუსის მოთამაშეები, მწვრთნელები და აღმასრულებელი წარმომადგენლები ოვალურ ოფისს ესტუმრნენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდნენ.
იუვენტუსის დელეგაციაში აშშ-ის ეროვნული გუნდის მოთამაშეები, ვესტონ მაკკენი და ტიმოთი ვეაც იყვნენ, ასევე ტრამპს შეხვდა კლუბის მფლობელი, ჯონ ელკანი, რომელმაც პრეზიდენტს 47-ნომრიანი მაისური აჩუქა.
როცა იუვენტუსის დელეგაცია ტრამპის უკან იდგა, პრეზიდენტი ირანისა და ისრაელის კონფლიქტის შესახებ კითხვებს პასუხობდა, მოგვიანებით კი მან ტრანსგენდერი ქალების სპორტში ასპარეზობაზეც წამოჭრა თემა.
VIDEO: იუვენტუსმა საკლუბო ჩემპიონატი ალ აინის განადგურებით დაიწყო
