ჯემალ კილაძე ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ქვიშის ჭიდაობაში 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
2025 წელს, ჯემალ კილაძის შეგირდებმა მსოფლიო სერიების ეტაპებზე 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამასთან ერთად კი ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ.) და მამუკა კორძაია (90 კგ.) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს მისი ხელმძღვანელობით, ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგეს, მსოფლიო ჩემპიონატზე კი 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ასევე, საქართველოს 17-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრები წელს გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.