საქართველოს ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროსმედალოსანი ჰყავს - მამუკა კორძაია და ლევან ქელეხსაშვილი.
მსოფლიო სერიების მე-5 ეტაპის 70 კგ. წონით კატეგორიაში, ქელეხსაშვილმა ფინალში უკრაინელ მეტოქეს 2:1 აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ამავე სერიის 90+ კგ. წონით კატეგორიაში, მამუკა კორძაიამ ასევე უკრაინელ მეტოქეს 3:0 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.