VIDEO: ორივე გუნდში საუკეთესო იყო - შენგელიამ ბარსას უნიკახასთან ულიდერა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში პირველი მატჩი მოიგო და ამაში ქართველს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა - ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
ბარსამ სეზონი 2-დან 2 წაგებით გახსნა, მის მეტოქე უნიკახამ კი ორივე ტურში გამარჯვება იზეიმა. დღევანდელ მატჩში ეს სერიები შეწყდა და კატალონიელებმა 6-ქულიანი სხვაობით - 83:77 მოიგეს.
შენგელიამ პარკეტზე 22:44 წუთი გაატარა და აქტივში 18 ქულა და 1 ასისტი ჩაიწერა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. მისსავე თანაგუნდელ კევინ პანტერს 17 ქულა ჰქონდა, სხვა არც ერთ მოთამაშეს კი 11 ქულაზე მეტი არ მოუგროვებია.
ბარსა ლიგა ენდესას მომდევნო ტურში შეხვდება ბრეოგანს (25 ოქტომბერს), რომელსაც მისი მსგავსი მოგება-წაგების მაჩვენებელი აქვს. იქამდე კი, 23 რიცხვში, ევროლიგის ეგიდით, კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლებენ.