გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ჯერომ ბოატენგმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ოჯახო, მეგობრებო, ფანებო. დრო მოვიდა." - წერს 37 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ბოატენგის უკანასკნელი კლუბი ავსტრიული ლასკი იყო.
ყველაზე მეტად ჯერომი ბაიერნში თამაშით არის ცნობილი, რომელშიც 363 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა და რომლის რიგებშიც 25 ტიტული მოიგო, მათ შორის 9 ბუნდესლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა.
ბოატენგს ასევე ნათამაშები აქვს ჰამბურგში, ჰერტაში, მან სიტიში, ლიონსა და სალერნიტანაში.