თომას მიულერის თქმით, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო დონის გრანდად აღარ მოიაზრება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიამ სლოვაკეთთან მატჩი 0:2 წააგო.
„გერმანიას ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ, საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის წაგება საგანგაშო არ არის. ეს მუნდიალზე მოხვედრაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ გერმანია ბოლო 6-8 წელია მსოფლიო დონის გრანდი აღარ არის. პარალელურად გვაქვს საფრანგეთის მაგალითი, რომელმაც რამდენიმე ფინალი ითამაშა, არგენტინამ კი კატარის მუნდიალი მოიგო.
ვფიქრობ, ანგარიშგასაწევი ძალა კი ვართ, თუმცა ზემოთ რაც ვთქვი, ისიც გასათვალისწინებელია." - აღნიშნა ნაკრების ექს-შემტევმა.