ევრობასკეტ 2025-ზე პირველი ფინალისტი გაირკვა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალური მატჩი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს გერმანია და ფინეთი დაუპირისპირდნენ.
პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და გერმანელთა 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა (30-26), მეორე მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონებმა გაქცევა მოახერხეს და საბოლოოდ პირველი ტაიმი 14-ქულიანი სხვაობით დამთავრდა (61-47).
მესამე მეოთხედში ფინელებმა სხვაობის შედარებით შემცირება შეძლეს (81-73), თუმცა გერმანელებმა ბოლო მეოთხედში ფინელებს ქამბექის საშუალება არ მისცეს და თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება მოახერხეს (98-86).
გამარჯვებულ გუნდს დენის შროდერმა (26 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა) და ფრანც ვაგნერმა (22 ქულა) ულიდერეს.
გერმანია ევრობასკეტის პირველი ფინალისტი გახდა და ფინალში საბერძნეთსა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება.