საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ 2025-სთვის 16-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ემზადებოდა.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა შემადგენლობა ჩეხეთთან ამხანაგური მატჩის წინ 3 მოთამაშით შეამცირა.
სერბმა სპეციალისტმა შემადგენლობიდან გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი და სანდრო სანაძე ამოაგდო. ამ უკანასკნელმა ვარჯიშის დროს ფეხი გადაიბრუნა და ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან პირველი დახურული ამხანაგური მატჩი 103-83 წააგო, გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 21 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ამხანაგური თამაში დათმო
ამჟამად ჯიკიჩის განკარგულებაში 13 მოთამაშე დარჩა, საიდანაც განაცხადიდან კიდევ ერთი მათგანი უნდა ამოვარდეს, ევრობასკეტზე კი გუნდმა 12-კაციანი განაცხადით უნდა იასპარეზოს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა