საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი ციკლის ბოლო ამხანაგურ მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდა.
2 დღის წინ გუნდებს შორის პირველი მატჩი დახურულ ფორმატში გაიმართა და ჩეხების გამარჯვებით 103-83 დასრულდა.
დღეს კი საქართველოს ნაკრები 100-87 დამარცხდა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან 10 ან მეტი ქულა ექვსმა მოთამაშემ მიითვალა, მათ შორის კი ყველაზე მეტი ვიტ კრეიჩიმ ჩაიწერა აქტივში (18 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა).
საქართველოს ნაკრებში კი 10 ქულაზე მეტი ოთხმა მოთამაშემ დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილი - 31 წუთი, 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
ბექა ბურჯანაძე - 29 წუთი, 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა
დუდა სანაძე - 19 წუთი, 13 ქულა
გიორგი შერმადინი - 22 წუთი, 13 ქულა, 8 მოხსნა
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მომდევნო მატჩს უკვე ევრობასკეტზე ჩაატარებს, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება (28 აგვისტო).
ჯიკიჩმა საევრობასკეტო შემადგენლობა 3 მოთამაშით შეამცირა