UFC 319-ის შემდეგ განახლებული Pound-for-pound (P4P) რეიტინგი ცნობილია.
საუკეთესო სამეულში კვლავ ორი ქართველია - ილია თოფურია რეიტინგის ლიდერია, მერაბ დვალიშვილი კი კვლავ მე-3 ადგილზეა.
რეიტინგში 10 ადგილით დაწინაურდა და მე-4 პოზიციაზეა ხამზატ ჩიმაევი, რომელმაც დრიკუს დუ პლესის დამარცხებით საშუალო წონის ქამარი მოიპოვა.
1. ილია თოფურია
2. ისლამ მახაჩევი
3. მერაბ დვალიშვილი
4. ხამზატ ჩიმაევი (+10)
5. ალექსანდრე პანტოჟა (-1)
6. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
7. მაგომედ ანკალაევი
8. ჯეკ დელა მადალენა
9. ტომ ასპინალი
10. ალექს პერეირა
11. დრიკუს დუ პლესი (-7)
12. მაქს ჰოლოუეი (-1)
13. ბელალ მუჰამედი (-1)
14. არმან ცარუკიანი (-1)
15. შავკატ რახმანოვი (ახალი)
განახლებულ რეიტინგს ჯონ მორგანი ავრცელებს. აღნიშნული სია UFC-ის ოფიციალურ გვერდზე მალე აისახება.