გიორგი ჩაკვეტაძემ ვალენსიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება შეთანხმდა.
ახლა ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული - უოტფორდი ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.
ვალენსია ჩაკვეს ანდრე ალმეიდას შეცვლის პირველ კანდიდატად მიიჩნევს - თუ პორტუგალიელი კლუბს დატოვებს, ღამურები ქართველის ტრანსფერს ამ ზაფხულსვე დახურავენ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩაკვე ტრავმირებულია და სექტემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან ვერ დაეხმარება.