UFC-ის მებრძოლმა, რუსმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩის სურვილი გამოთქვა.
იანი და დვალიშვილი ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ და ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. თუმცა, იანი ამტკიცებს, რომ იმ ბრძოლაზე მხრის ტრავმით გამოვიდა.
- ამბობდით, რომ მერაბს მხრის ტრავმით ეჩხუბეთ. რამდენად შეგიშალათ ხელი?
„ჩათვალე, რომ ერთი ხელი არ გქონდეს. ვერც არტყავ, ვერც თავს იცავ, ვერც ბლოკში დგები. მიმაჩნია, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია.
თუ სათანადოდ ვიქნები მომზადებული, მას კარგ ბრძოლას გავუმართავ." - აღნიშნა იანმა.
თავის მომდევნო ბრძოლას ქართველი ჩემპიონი 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს.