ხამზატ ჩიმაევს თავი UFC-ის საუკეთესო მებრძოლად მიაჩნია.
ამ ეტაპზე P4P რეიტინგში პირველ ადგილს ილია თოფურია იკავებს, ჩიმაევი კი, რომელიც საშუალო წონის დივიზიონის ჩემპიონი ორი დღის წინ გახდა, მე-14 ადგილზეა.
„ჩემთვის სულერთია, ვინ არის პასუხისმგებელი ამ რეიტინგზე. რა თქმა უნდა, პირველი მე უნდა ვიყო." - აღნიშნა ჩიმაევმა.
პირველ ადგილზე თოფურიამ 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას დამარცხებისა და მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, ისლამ მახაჩევი ჩაანაცვლა.
P4P რეიტინგი ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლებს აერთიანებს.