UFC 319-ის წინ საცერემონიო აწონვა შედგა.
ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა - დრიკუს დუ პლესიმ და ხამზატ ჩიმაევმა წონა ოფიციალურად დააფიქსირეს.
წონის დაფიქსირების შემდეგ მებრძოლებს შორის ბოლო პირისპირ დგომი ვიხილეთ, რომელიც დაძაბული გამოდგა. დანა უაითს მათ შორის შუაში ჩადგომა მოუწია.
UFC 319-ზე დრიკუს დუ პლესი საშუალო წონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს, ხამზატ ჩიმაევი კი შეეცდება ახალი ჩემპიონი გახდეს.
ღონისძიების მეინ ქარდი 17 აგვისტოს, 06:00 საათზე დაიწყება.