• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
თოფურია მახაჩევთან ბრძოლის ჩაუტარებლობაში UFC-ს ადანაშაულებს
ქართულიქართული
UFCUFC

თოფურია მახაჩევთან ბრძოლის ჩაუტარებლობაში UFC-ს ადანაშაულებს

43 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ილია თოფურიას ძალიან სურს UFC-ის კიდევ ერთ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან, დაპირისპირება, თუმცა ამ ეტაპზე მას მიაჩნია, რომ თავად ორგანიზაცია არ არის დაინტერესებული ამ ბრძოლის ჩანიშვნით.


თოფურიას, მახაჩევსა და მათ მენეჯერებს შორის არაერთი საჯარო კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ ვისი ბრალი იყო, რომ ეს ბრძოლა 15 ივნისს დაგეგმილ UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ დაინიშნა. მსუბუქი წონის ჩემპიონი ახლა ფიქრობს, რომ მთავარი მიზეზი სწორედ UFC-ია.


არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მის გამო არ ხდება. მართლა მჯერა, რომ UFC-ს არ სურს ამ ბრძოლის ჩატარება. ასე მგონია.


მაგრამ, ამავდროულად, UFC-სთვის იმის სწავლება, თუ როგორ უნდა დაგეგმონ ბრძოლები და მსგავსი საკითხები, ცოტა რთულია, რადგან მათი პასუხი, რაც გარკვეულწილად სწორიცაა, არის: ‘ჩვენ თქვენი აზრი არ გვჭირდება’. ჩვენ ვაწყობთ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომაც ვაკეთებთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია. და ეს სრულიად გასაგებია.“ - უთხრა ილიამ DeepCut-ს.


ქართველი მებრძოლი UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ იბრძოლებს. ამავდროულად, მსუბუქი წონის ყოფილი მეფე მახაჩევი საკუთარ შემდეგ მეტოქეს ელოდება უკვე ქვესაშუალო წონის ტიტულისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ თოფურია ამბობს, ერთ დღეს მახაჩევთან ისტორიული დაპირისპირება „ძალიან მოეწონებოდა“, მას არ სჯერა, რომ მისი მემკვიდრეობა MMA-ში მხოლოდ ამ ბრძოლით განისაზღვრება.


პირადად ჩემთვის არაფერი შეიცვლება, თუ ეს ბრძოლა არ შედგება.


„მე ის არ მძულს, მასთან პირადი არაფერი მაქვს. უბრალოდ, მან სპორტში დიდ წარმატებებს მიაღწია. ისიც ორმაგი ჩემპიონია, როგორც მე. და თუ ეს დაპირისპირება შედგება, ეჭვგარეშეა, რომ ეს UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება.


მაგრამ თუ ეს ბრძოლა არასოდეს გაიმართება, მაინც ბედნიერი და საკუთარი თავით ამაყი ვიქნები. მე არ მჭირდება ისლამი იმისთვის, რომ თავი რეალიზებულად, ბედნიერად ან საკუთარი თავით ამაყად ვიგრძნო. ხომ გესმით, რას ვგულისხმობ?“ - თქვა ილიამ.


თოფურიას საჯაროდაც უთქვამს, რომ მახაჩევის გამოწვევის მიზნით ქვესაშუალო წონაში ავიდოდა და UFC-ის მე-3 ქამრის მოპოვებასაც შეეცდებოდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია
ისლამ მახაჩევი
MMA

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თოფურიას აღიარება სადებიუტო შიშზე

•UFC

UFC

თოფურიას აღიარება სადებიუტო შიშზე
•UFC

UFC

სამარცხვინო გადაწყვეტილება საჩემპიონო ბრძოლაში

•UFC

UFC

სამარცხვინო გადაწყვეტილება საჩემპიონო ბრძოლაში
•UFC

UFC

დანა უაითის არჩევანი - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები?

•UFC

UFC

დანა უაითის არჩევანი - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები?
•UFC

UFC

მაკგრეგორის ეფექტი - ბილეთები რამდენიმე წუთში ამოიყიდა

•UFC

UFC

მაკგრეგორის ეფექტი - ბილეთები რამდენიმე წუთში ამოიყიდა
•UFC

UFC

News image

23 სთ წინ

თოფურიას აღიარება სადებიუტო შიშზე

News image

22 სთ წინ

სამარცხვინო გადაწყვეტილება საჩემპიონო ბრძოლაში

News image

10 სთ წინ

დანა უაითის არჩევანი - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები?

News image

10 სთ წინ

მაკგრეგორის ეფექტი - ბილეთები რამდენიმე წუთში ამოიყიდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება