ჩიკაგოში UFC 319 გაიმართა.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში საშუალო წონის სატიტულო ბრძოლა შედგა, სადაც ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდა.
ბრძოლა ჩიმაევის სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონიც ის გახდა.
სამივე მსაჯმა ხამზატს 50-44 (10-9, 10-9, 10-8, 10-9, 10-9, 10-9) შეფასება მისცა.
აღსანიშნავია, რომ ხამზატ ჩიმაევის კონტროლის დრო 25 წუთიდან 21:40 იყო, რაც მთელი ბრძოლის 86.7% არის, დუ პლესის მაჩვენებელი კი მხოლოდ 47 წამია.
ხამზატის 17 გდებიდან 12 წარმატებული იყო, სამხრეთ აფრიკელმა კი მხოლოდ ერთი გდება სცადა წარმატებით.
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა, მას 15 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. მოქმედ ჩემპიონებს შორის დაუმარცხებელი მხოლოდ ილია თოფურიაა, რომელსაც 17 ბრძოლა აქვს მოგებული.