ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯეიდონ სანჩო რომას შემოთავაზებას არ თანხმდება.
ინგლისელ მოთამაშესა და იტალიურ კლუბს შორის პირად დეტალებზე შეთანხმება ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, რომასგან 20 მილიონი ფუნტი მიიღოს.
სანჩოს დამატებით ბეშიქთაშიც ინტერესდება, თუმცა ჯეიდონი თურქეთში გადასვლას სექტემბრამდე არ განიხილავს.
თურქული კლუბი მზადაა მანჩესტერის მოთხოვნილი ფასი დააკმაყოფილოს. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება, იქამდე კი სანჩო ბეშიქთაშთან შეთანხმებას არ აპირებს.
ინგლისელ შემტევს რომასთვის უარის თქმის შემდეგ სურს სხვა კლუბების შეთავაზებები განიხილოს, იუნაიტედი კი იმედოვნებს, რომ რომას მსგავს შემოთავაზებას მიიღებს.