ელჩემ ლაიფციგის პორტუგალიელი ფორვარდი ანდრე სილვა დაიმატა.
29 წლის პორტუგალიელმა ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა.
ლაიფციგი ანდრე სილვას სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 500 ათასს კი ელჩე ბონუსებით გადაიხდის.
წინა სეზონის მეორე ნახევარი მილანის ექს-ფორვარდმა ვერდერში გაატარა და ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ანდრე სილვას ლა ლიგაში სევილიას და სოსიედადის მაისურით აქვს ნათამაშები.