საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან დახურული ამხანაგური თამაში გამართა.
მატჩი ჩეხების გამარჯვებით 103-83 დასრულდა. ქართველთა მხრიდან 10 ქულაზე მეტი ოთხმა მოთამაშემ მიითვალა.
გიორგი შერმადინი - 21 წუთი, 17 ქულა, 6 მოხსნა
დუდა სანაძე - 23 წუთი, 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
გოგა ბითაძე - 19 წუთი, 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა
კამარ ბოლდუინი - 32 წუთი, 14 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა

ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი ნაკრები 21 აგვისტოს კვლავ ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს და მას პირველი არხი გადასცემს.
"ყველაფერი წარმატებით დასრულდა" - შენგელიას ესპანეთში გამგზავრება გულის არითმიის გამო მოუწია