22 წლის კოტ დ'ივუარელი ჯორჯი მინუნგუ სიეტლ სანდერსის მოთამაშეა. ის გამოსარჩევი იმით არის, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს ცალი თვალით თამაშობს.
2023 წელს მარბელიაში პრესეზონის დროს, ფეხბურთელმა მარცხენა თვალში ინფექციის გამო დისკომფორტი იგრძნო. საბოლოოდ კი თვალის გადასარჩენად ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მხედველობა ვერ შეინარჩუნა.
"ეს ერთ-ერთი ურთულესი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. შანსი მქონდა, რომ პირველი გუნდის კონტრაქტი მიმეღო და შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე თვალი მაწუხებდა, მერე კი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა." - იხსენებს მოთამაშე.
საბოლოოდ, გასულ წელს მინუნგუმ სიეტლთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და MLS-ში მისი დებიუტი შედგა, სადაც 36 მატჩში 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ეს საერთოდ არ მაწუხებს. მარცხენა თვალი არ მიმუშავებს, მაგრამ ვაგრძელებ. ერთი თვალი მაქვს, მაგრამ მათზე უკეთ შემიძლია, ვისაც ორი აქვს. ეს არის ჩემი მიდგომა." - ამბობს ჯორჯი.
მინუნგუმ ფიფას საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ 12 წუთი ითამაშა.