მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ამ დრომდე ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ მოულოდნელად ლიბერტადორესის თასის მფლობელ ბოტაფოგოსთან დამარცხდა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, B ჯგუფში მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება.
პირველ ადგილზე ბოტაფოგოა 6 ქულით, მეორეზე პსჟ სამი ქულით, ამდენივე აქვს მესამეადგილოსან ატლეტიკო მადრიდს, სიეტლ საუნდერსი კი ჯერჯერობით უქულოდ არის.
მიუხედავად ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებისა, ბოტაფოგოს ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლა არ აქვს განაღდებული, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში, გადამწყვეტი უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება.
ბოლო ტურში პსჟ უკვე გავარდნილ სიეტლ საუნდერსს ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.
ასევე ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობა გაირკვევა ბოტაფოგოსა და ატლეტიკოს შეხვედრაში, ბრაზილიურ გუნდს ფრეც ეყოფა, მადრიდელებს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.
თუ ბოლო ტურში პსჟ და ატლეტიკო თავიანთ მატჩებს მოიგებენ, შემდეგ ეტაპზე სწორედ ეს ორი გუნდი გავა.