გამთენიისას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სენსაცია დაფიქსირდა - პსჟ ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან დამარცხდა.
დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, პსჟ-მ გოლის გატანა ვერ შეძლო და 0:1 წააგო.
პარიზული გუნდის რიგებში სრული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც გამოცემა SofaScore-მ 7.8 შეფასება დაუწერა, რაც ვიტინიას (8.0) შემდეგ საუკეთესო შეფასებაა.
კვარას 3 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებით გამოუვიდა, 12 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო, 47-დან 40 პასი ზუსტად შეასრულა და 4-ჯერ კარისკენ გაისროლა (1 ზუსტი, 1 არაზუსტი, 2 დაბლოკილი).
პსჟ-ს ჯგუფში 3 ქულა დარჩა და მეორე ადგილს იკავებს, პირველი ბოტაფოგოა 6 ქულით.