პსჟ-მ და ჯანლუიჯი დონარუმამ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლეს.
„ჯანლუიჯი დონარუმას აგენტები პსჟ-ს ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის თაობაზე შეხვდნენ.
მოლაპარაკებები გრძელდება. საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დიალოგი განახლებულია." - წერს სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო.
მოქმედი ხელშეკრულება იტალიეს კლუბთან 2026 წლის ივნისში ეწურება.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული კლუბი იჩენს, ყველაზე მეტად კი მისი გადაბირებით ინტერი იყო დაინტერესებული, რომელიც დონარუმას გაისად უფასოდ მოსვლაში საკმაოდ კარგ ხელფასს სთავაზობდა.
თავად დონარუმამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი პსჟ-ში დარჩენაა.