ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა პარი სენ-ჟერმენმა პირველ ტურში ატლეტიკო დამაჯერებლად დაამარცხა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 4-0 გამარჯვებით დაიწყო. პსჟ ტიტულის მოპოვების ერთ-ერთ მთავარი ფავორიტია და ეს მადრიდელებთან მატჩშიც დაამტკიცა.
პსჟ-ის შემდეგი მეტოქე ბრაზილიური ბოტაფოგოა, რომელმაც თავის მხრივ სიეტლ სანდერსს მოუგო 2-1.
პარიზელებს ზედიზედ 6 მატჩი აქვთ მოგებული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალი (5-0 ინტერთან). ამ 6-დან ბოლო 5 მატჩი მათ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, ბოტაფოგო კი მათი შემდეგი სამიზნეა.
კარგ ხასიათზეა ბრაზილიური გუნდიც, რომელმაც საკლუბო ჩემპიონატზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. სენსაციის მოხდენის შემთხვევაში, ბოტაფოგო ზედიზედ მე-5 მატჩს მოიგებს ყველა ტურნირზე, ბოლო 12 შეხვედრაში კი მათი სტატისტიკა ასეთია - 9 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.
ეს არა მხოლოდ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება იქნება, არამედ პსჟ გახდება პირველი ფრანგული გუნდი, რომელიც ოფიციალურ თამაშში არაევროპულ გუნდს შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ ატლეტიკოსთან 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბოლო 3 მატჩში კი მის ანგარიშზე 5 საგოლე მოქმედებაა (3 გოლი, 2 ასისტი).
VIDEO: კვარას 2 ასისტი და საგოლე შანსი - პარიზელებმა ატლეტიკო გაანადგურეს
ბოტაფოგოს მხრიდან საინტერესო მოთამაშეა იგორ ჟესუსი, რომელმაც ბოლო სამიდან სამივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა, მათ შორის უკანასკნელი კი სწორედ სიეტლ სანდერსთან.
პსჟ-სა და ბოტაფოგოს მატჩი 20 ივნისს, დილის 05:00 საათზე დაიწყება.
ფეხბურთის გურუ - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - ტური 2