მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 წრეში ბაიერნმა ბოკა ხუნიორსი დაამარცხა.
შეხვედრა მაიამიში ჰარდ როკ სტედიუმზე გაიმართა და მიუნხენური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მე-18 წუთზე ჰარი კეინმა ანგარიში გახსნა, 66-ზე ბოკამ გათანაბრება შეძლო, თუმცა 84-ზე კეინმა ამჯერად ასისტენტის როლი მოირგო და მაიკლ ოლისეს გაატანინა, რომელმაც ბაიერნს გამარჯვება მოუტანა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაუნაღდა.
ჯგუფის მე-2 მატჩში ბენფიკამ ოკლენდ სიტი 6:0 გაანადგურა.
ამ შედეგებით C ჯგუფში სიტუაცია პრაქტიკულად გაირკვა - ბაიერნმა და ბენფიკამ 1/8 ფინალში გასვლა ოფიციალურად გაინაღდეს. ერთადერთი, რაც გასარკვევი დარჩა - ვინ გავა ჯგუფში პირველ ადგილზე, რასაც გუნდები უშუალოდ ერთმანეთთან მატჩით, 24 ივნისს გაარკვევენ.
ბაიერნს, რომელსაც 6 ქულა აქვს, ჯგუფის მოსაგებად ფრეც ეყოფა, მაშინ როდესაც ბენფიკას (4 ქულა), ბაიერნთან მოგება სჭირდება.