კრიშტიანუ რონალდუსთან ნანატრი ქორწილის წინ, ჯორჯინა როდრიგესმა დიდი ხნის ოცნება აისრულა.
მოდელმა ინსტაგრამზე მალიორკაზე დასვენების კადრები გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად იახტაზე ატარებს დროს და ჩანჩქერის ქვეშ ბანაობს. როგორც თავად დაწერა, ჩანჩქერში ბანაობა მისი უდიდესი ნატვრა იყო, რომელიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლამდე რეალობად აქცია.
The Sun-ის ცნობით, წყვილის გრანდიოზული ქორწილი სულ მალე, 8 აგვისტოს, პორტუგალიელი ვარსკვლავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე გაიმართება. რონალდუ და ჯორჯინა ერთმანეთს 2016 წლიდან ხვდებიან, ახლა კი გავრცელებული ინფორმაციით, ფუნშალის საკათედრო ტაძარი და მდიდრული სასტუმრო Savoy Palace სწორედ მათი საქორწინო ცერემონიისთვის არის დაჯავშნილი.