კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, ჯორჯინა როდრიგესმა შვებულების ფოტოების გამოთქმულ კრიტიკასა და უარყოფით კომენტარებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით უპასუხა:
„ჩემი სხეული განაგრძობს ცვლილებას, ისევე როგორც იცვლება ნებისმიერი ქალის სხეული. იმედი მაქვს, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ. ექვსი შესანიშნავი შვილის დედა ვარ და თუ არის რამე, რისი სწავლებაც მათთვის მინდა - კრიშთან ერთად, რომლითაც ვამაყობ - არის ის, რომ ადამიანის ფასი არასდროს არ უნდა იყოს დამოკიდებული მის გარეგნობაზე ან უცხო ადამიანების აზრზე.
ბოლო დღეებში ჩემს ფოტოებზე ათასგვარი კომენტარი ვნახე. ზოგი ჩემს ფორმებს აკრიტიკებდა, ზოგიც მიცავდა... კრიშთან ვისაუბრე და ვუთხარი: „მანერვიულებს, რომ ახლა მსუქანს მიწოდებენ, რადგან თავს ჩემი იმიჯით ვირჩენ-მეთქი“.
მან კი მიპასუხა: „შენ შენი გარეგნობით კი არ ცხოვრობ, არამედ იმით, ვინც ხარ. იდეალური ქალი, ლამაზი, მშვენიერი ფორმებით, დედა, კარგი ადამიანი, წარმატებული და სიყვარულით სავსე. მეტი რა უნდა გინდოდეს? სრულიად ნორმალურია, როცა შენი შურთ“.
სასაცილოა, მაგრამ ეს ყოველ ზაფხულს მეორდება. ვინ წყვეტს, რომელი სხეულია „იდეალური“? ნუთუ მართლა გვგონია, რომ ბედნიერება ფორმებზეა დამოკიდებული? მე ჩემი ფორმები მიყვარს. ჩემთვის ნამდვილი წარმატება არასდროს ყოფილა ვინმეს მიერ მოგონილ სტანდარტებთან მორგება. ნამდვილი წარმატება მშვიდად ცხოვრებაა“, - დაწერა როდრიგესმა.
აღნიშნულ პოსტზე ჯორჯინას ლეო მესის მეუღლე, ანტონელა როკუცოც გამოექომაგა.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის რონალდუსა და 32 წლის ჯორჯინას ქორწილი მომავალ უქმეებზე მადეირაზე, ფუნშალის საკათედრო ტაძარში გაიმართება, რის შემდეგაც წვეულება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Savoy Palace-ში გაგრძელდება.
სტუმრებს შორის არიან UFC-ს ლეგენდები ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი, ასევე დრეიკი, რიანა, ჯენიფერ ლოპესი, IShowSpeed და პირს მორგანი.