• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი პორტუგალიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა
ფეხბურთიფეხბურთი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

4 მიზეზი, რატომაც 2026-ის მუნდიალი პორტუგალიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

28 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი მოლოდინებითა და ალბათ ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი, ვარსკვლავური თაობით ჩავიდა.


მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პოზიციაზე გუნდს მსოფლიო დონის შემსრულებელი ჰყავდა, რობერტო მარტინესის გუნდი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.


დღეს პორტუგალიის ნაკრების წარუმატებლობის 4 მიზეზს წარმოგიდგენთ.


1. პროგნოზირებადი შეტევები


პორტუგალიის ნაკრების მთავარი ტაქტიკური პრობლემა ბურთის ფლობის არაეფექტური გამოყენება აღმოჩნდა. რობერტო მარტინესის სისტემაში გუნდი დომინირებს სტატისტიკურად, თუმცა კომპაქტურად მოთამაშე (ღრმა ბლოკის მქონე) გუნდების წინააღმდეგ მათი შეტევები უკიდურესად პროგნოზირებადი ხდება.


ბურთი ძირითადად დაცვის ხაზსა და ფლანგებს შორის მოძრაობს, რაც მოედანზე ე.წ. U-ფორმის პასების ქსელს ქმნის. ცენტრალური ზონიდან ხაზების გამჭრელი, ვერტიკალური პასების დეფიციტის გამო, პორტუგალია იძულებული ხდებოდა, შეტევები ფლანგებიდან უმისამართო ჩაწოდებებით დაესრულებინა, რაც ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი მცველებისთვის მარტივი გასანეიტრალებელი იყო.


2. ნახევარმცველების პრობლემა


პორტუგალიას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო კრეატიული ნახევარმცველები, (ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, ვიტინია და ა.შ) თუმცა მათი ერთდროულად მოედანზე ყოფნა ხშირად სისტემურ დისბალანსს იწვევდა.


თითოეული მათგანი მიჩვეულია ბურთის მიღებასა და შეტევის ორგანიზებას, რის გამოც ცენტრალურ ზონაში ხდებოდა მოთამაშეთა გადატვირთვა. გუნდს აკლდა ისეთი ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც ბურთის გარეშე, სივრცეებში გაიქცეოდნენ და მეტოქის დაცვას სიღრმეში შეაწუხებდნენ. შედეგად, ეს ტექნიკური ვარსკვლავები ხშირად ერთმანეთს უზღუდავდნენ სამოქმედო არეალს და თამაშის ტემპს ანელებდნენ.


3. მაღალი პრესინგის სტრუქტურული რღვევა


თანამედროვე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად გუნდური, სინქრონიზებული პრესინგი კრიტიკულად აუცილებელია. პორტუგალიის ნაკრების შეტევითი ხაზი, სადაც ხშირად ვეტერანი ფეხბურთელები (მათ შორის კრიშტიანუ რონალდუ) თამაშობდნენ, ფიზიკურად ვეღარ ახერხებდა 90 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის პრესინგს.


როდესაც გუნდის პირველი ხაზი მეტოქის მცველებზე წნეხს აგვიანებს, მოწინააღმდეგეს ეძლევა დრო და სივრცე შეტევის მშვიდად დასაწყებად. ეს ტაქტიკური დილემა - ვარსკვლავების ინდივიდუალური კლასის გამოყენება გუნდური პრესინგის ინტენსივობის ხარჯზე პორტუგალიისთვის გადაუჭრელ პრობლემად დარჩა.


4. ლიდერისთვის თავგანწირვის არარსებობა


კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გუნდური დინამიკა იყო. განსხვავებით 2022 წლის არგენტინისგან, სადაც მთელმა გუნდმა საკუთარი სათამაშო სტილი ტაქტიკურადაც და მენტალურადაც სრულად ლიონელ მესის დაუქვემდებარა, პორტუგალიაში ე.წ. „ერთი მოთამაშისთვის თამაშის“ მოდელმა ვეღარ იმუშავა.


კარიერის პიკში მყოფი სხვა პორტუგალიელი ფეხბურთელებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა საკუთარი ბუნებრივი, დომინანტური სათამაშო სტილის უკანა პლანზე გადაწევა და მოედანზე ექსკლუზიურად კრიშტიანუ რონალდუს მიმწოდებლად გადაქცევა. ამ სტრუქტურულმა დისონანსმა კი განაპირობა ის, რომ მოედანზე არ იგრძნობოდა ის ფანატიკური ერთიანობა და ერთი ლიდერისთვის თავგანწირვის განწყობა, რაც ჩემპიონი გუნდებისთვის ხშირად მთავარი მამოძრავებელი ძალაა.


საბოლოო ჯამში, პორტუგალიის ნაკრების მარცხმა 2026 წლის მუნდიალზე ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ ინდივიდუალური ვარსკვლავების შეკრება ჩემპიონობისთვის საკმარისი აღარ არის. უღიმღამო შეტევები, სუსტი პრესინგი, ნახევარდაცვაში ფუნქციების გადაფარვა და ერთიანი სულისკვეთების სიმცირე - ეს ის სისტემური პრობლემებია, რამაც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თაობას საჩემპიონო პოტენციალის რეალიზების საშუალება არ მისცა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი
პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრები
რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 აგვ, 2026

ვინ მიაღწევს პირველი 1000 გოლის ნიშნულს?

News image

08 აგვ, 2026

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

News image

7 სთ წინ

ტრამპი ფიფას მკაცრად აფრთხილებს

News image

5 სთ წინ

რატომ უჭერს მექსიკა ინფანტინოს მხარს? - ფარული შეთანხმება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება