-
Aa
+
ფონტის ზომა
ორივე მათგანი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და ჯამში 13 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული.
გთავაზობთ იმ მოთამაშეების ციტატებს, რომლებსაც გაუმართლათ და მესისა და რონალდუსთან ერთად თამაშის პატივი ერგოთ.
„კრიშტიანუ იდეალური მანქანაა, მშრომელი, რომელსაც ყოველთვის სურს განვითარება,“ – განუცხადა პიკემ Voetbal Magazine-ს 2014 წელს.
ის საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია, რაც მანჩესტერ იუნაიტედშიც აჩვენა. ხშირად მასზე დასკვნებს კონკრეტული ქმედებების საფუძველზე აკეთებენ, ისე, რომ რეალურად არც იცნობენ. იუნაიტედიდან ვიცნობ, იქ ძალიან კარგად მიმიღო და მანჩესტერში ბევრი რამით დამეხმარა
2016 წელს კი პიკემ BT Sport-ს უთხრა:
ყოველთვის ვამბობდი, რომ მესის აქვს ნიჭი, რომელიც არავის გააჩნია. ბურთი მის ფეხს ორ მეტრზე შორს არ სცილდება, ყოველთვის იქვეა. მისი დაჭერა შეუძლებელია, მსგავსი ტალანტი სხვისგან არასდროს მინახავს. ჩემთვის მესი ადამიანი არ არის, რონალდუ კი საუკეთესოა ადამიანებს შორის.
„რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის მზადაა სათამაშოდ,“ – თქვა გომეშმა 2016 წელს. ''ჩვენი ქვეყნის ლიდერობას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია.“
იმავე წელს მესიზე საუბრისას მან აღნიშნა:
ყველამ იცის, რომ მესი ძალიან, ძალიან მაგარია. ის თამაშში ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც ვერ ახსნი. ვარჯიშებზე ეს ნამდვილი შოუა, რადგან ყოველდღე შეუძლია რაღაც ახალი მოიგონოს. გგონია, რომ უკვე მიეჩვიე, მაგრამ მაინც მუდმივად გაკვირვებს
„ჩვენ რეალში ერთად უკვე ვითამაშეთ,“ – უთხრა იგუაინმა Fox News-ს რონალდუზე 2019 წელს. „ბევრი წელი გავიდა და ახლა უფრო მომწიფებული ადამიანი დამხვდა თავისი ოჯახით. მასთან ერთად თამაში ადრეც მსიამოვნებდა და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვართ.“
„ფორვარდი ვარ და მაქვს შანსი, მესისთან ერთად ვითამაშო, რაც დიდი პრივილეგიაა,“ – განაცხადა მან 2012 წელს.
ყოველ ჯერზე, როცა ის ბურთს იღებს, ფხიზლად უნდა იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია გენიალური პასი მოგცეს. ისეთ რაღაცებს აკეთებს, რისი განჭვრეტაც თავდამსხმელს შეუძლია, მცველს კი არა
„მსოფლიოში საუკეთესოს დასახელება ძალიან რთულია,“ – უთხრა ლარსონმა უეფას 2007 წელს.
რონალდუ ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ მომენტისთვის ალბათ საუკეთესო მოთამაშეც
ექვსი წლის შემდეგ კი ლარსონმა Xarxa-ს განუცხადა:
კრიშტიანუს არ გაუმართლა, რომ მესის ეპოქაში უწევს თამაში. რონალდუ ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი კიდევ უფრო უკეთესია. ის ამ სამყაროდან არ არის. დაუჯერებელია იმის ყურება, რასაც ის ბურთით აკეთებს
„მადრიდის რეალს მისი არყოფნა ძალიან დაეტყო,“ – აღნიშნა სემედუმ პორტუგალიურ არხ SIC-თან 2019 წელს.
ვერ ვიტყვი, რომ ბარსელონასთვის რონალდუს წასვლა ცუდი იყო. მასთან ერთად ლიგა ბევრად რთული და კონკურენტუნარიანი იქნებოდა
მესიზე კი 2017 წელს თქვა:
მესი სანახაობრივია. მასთან თამაში პრივილეგიაა, ის ყოველთვის გაკვირვებს, სხვა პლანეტიდანაა.
„როცა მეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო, ვპასუხობ - ლეო,“ – თქვა გარაიმ 2011 წელს.
არგენტინის 15-წლამდელთა ნაკრებიდან მოყოლებული, ის დღემდე მაოცებს. მას საზღვრები არ აქვს
რონალდუზე დეკუმ ESPN Brazil-ს 2015 წელს უთხრა:
ეს ბიჭი ავადმყოფია, ვარჯიშებზე ასეთი არავინ მინახავს. წარმოუდგენლად რთულია, იყო ასეთი. მესიც ჩვეულებრივი სპორტსმენივით უვლის თავს, მაგრამ რონალდუს მიდგომა ავადმყოფობას ესაზღვრება, რადგან ყოველთვის სურს, რომ საუკეთესო იყოს
„ეჭვგარეშეა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა, დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებს და რეკორდებს ხსნის. ვფიქრობ, კრიშტიანუ თითქმის ისეთივე კარგია, როგორც მესი. ორივე ფენომენალურია, უბრალოდ განსხვავებული სტილით,“ – აღნიშნა დეკუმ 2012 წელს.
„ჩემთვის რონალდუ ნომერ პირველი არ არის. ჩემთვის საუკეთესო მესია მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე,“ – თქვა გაგომ.
მესის დაუჯერებელი უნარები აქვს. ყოველ თამაშში მაქვს განცდა, რომ ნებისმიერ წამს შეუძლია მოგვაგებინოს. ის საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს
„ფული ერთ მოთამაშეში რომ უნდა გადავიხადო, კრიშტიანუს ავირჩევდი,“ – აღნიშნა ჰაინცემ 2008 წელს. „არა მგონია, როგორც ფეხბურთელი კიდევ უფრო განვითარდეს, ის უკვე ღმერთის გვერდით დგას თავისი შესაძლებლობებით.“
მესიზე კი 2016 წელს თქვა: „ლეო აუხსნელი მოვლენაა. საფეხბურთო კუთხით, ის ამ პლანეტიდან არ არის.“
დი მარიამ 2020 წელს რონალდუზე საუბრისას მოკლედ მოჭრა: „კრიშტიანუ მონსტრია.“
ხოლო მესიზე 2014 წელს აღნიშნა:
მესი საუკეთესოა მსოფლიოში. როცა დავბერდები, შვილიშვილებს მოვუყვები, როგორ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, იმედია მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ვეტყვი, ის იქნება, რომ მათი ბაბუა ლიონელ მესისთან ერთად თამაშობდა
კრიშტიანუ ვარჯიშის მერე მუდმივად ტრენაჟორების დარბაზში რჩებოდა: მისთვის ეს აკვიატებაა. დილის 9 საათზე რომ იყო ვარჯიში, მე 8-ზე მივდიოდი და ის უკვე იქ მხვდებოდა. ერთ დღეს 6 საათზე მივედი, რომ დამესწრო და ის უკვე იქ იყო! მძინარე, მაგრამ მაინც იქ იყო
მესიზე ტევესმა თქვა: „მესი სხვა სპორტს თამაშობს. მესისთვის ერთ თამაშში 3 გოლის გატანა ჩვეულებრივი ამბავია.“
„რა თქმა უნდა, რონალდუსთან თამაში მსიამოვნებს,“ – თქვა დიბალამ 2019 წელს. „კრიშტიანუ ჩემპიონია და მასთან თამაში სასიამოვნოა. ის რთულ რაღაცებს მარტივად აკეთებს.“
მესიზე კი აღნიშნა: „ლეო ჩვენი თაობისთვის მარადონასავითაა. ჩემთვის პატივია მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში თამაში. ის დაბადებულია ლიდერად.“
ისე, როგორც რონალდუ მუშაობს, შორიდანაც ვიცოდი, მაგრამ ახლოდან დანახვა მაინც შთამბეჭდავია. გვიან ღამით თამაშიდან ვბრუნდებით და ის ეგრევე ვარჯიშს იწყებს. ვინ აკეთებს ამას? კრიშტიანუ. ვეხუმრები ხოლმე, რომ ავადმყოფია, მაგრამ რას ეტყვი ადამიანს, ვისაც ამდენი ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მენტალურად უძლიერესია
„ისინი, პირველ რიგში, ჩემპიონები არიან. ამაში მესი და რონალდუ იდენტურები არიან. თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულები არიან. მესისთან შედარებით, რონალდუ უფრო მეტს საუბრობს და უფრო კონტაქტურია. ვარჯიშობს, როგორც ცხოველი.“
რამოსმა, რეალის ყოფილი თანაგუნდელის მიმართ ლოიალობის მიუხედავად, 2021 წელს განაცხადა:
ლეო მესი? ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, როგორც მეტოქეები. დიდი სიხარულია მისი პარი სენ-ჟერმენში ხილვა. ჩემთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუ არა საუკეთესო
გარნაჩოს ორივესთან უვარჯიშია. მანჩესტერ იუნაიტედში მისი გადასვლა სწორედ რონალდუს კვალზე სიარულის სურვილს უკავშირდებოდა. 17 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ყველა დროის საუკეთესო“.
სარაბიამ არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა:
ძალიან რთული კითხვაა. რონალდუ, რადგან მისი მენტალიტეტი დაუჯერებელია. და მესი – ყველამ იცის მისი უნარი, მოძებნოს გამოსავალი და გაიტანოს გოლი
ჰაკიმის ამ თემაზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთ ვირუსულ ვიდეოში თავის GOAT-ად რონალდუ დაასახელა.
ვიტინია ამ თემაზე დუმილს ინარჩუნებს, დასკვნები თავად გამოიტანეთ.
„საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც მითამაშია, ვიტყოდი, რომ ლიონელ მესია,“ – უთხრა მარტინესმა JD Football-ს. „რატომ? იმიტომ, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და მასთან ერთად ნაკრებში ვთამაშობ. ისეთი რაღაცები დავინახე, რაც სხვა მოთამაშისგან არასდროს მინახავს.“
„კრიშტიანუს ყოველ სეზონში მინიმუმ 15 გოლი გააქვს, მაგრამ ბეილი უტევს, თავს იცავს, თავით თამაშობს, გააქვს,“ – განაცხადა კაზემირომ.
კრიშტიანუ საუკეთესოა, ის სხვა სამყაროშია. მაგრამ ჩემთვის ბეილი უფრო სრულყოფილი მოთამაშე იყო
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ რონალდუს „საუკეთესო“ უწოდა, ინტერ მაიამიში პრეზენტაციისას მან მესი GOAT-ად დაასახელა.
ჩემთვის, ეჭვგარეშეა, მოვდივარ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვითამაშო... მინდა ვისიამოვნო და დავეხმარო მას მოგებაში. ის საფეხბურთო ღმერთია და მისი დახმარება მინდა

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები