VIDEO: სუარესის ბრწყინვალე გოლი და კაზემიროს ცუდი თამაში
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის მორიგ მატჩში ინტერ მაიამი კოლუმბუს ქრიუს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე ლუის სუარესმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, რომელმაც მეტოქის შეცდომით ისარგებლა და შორეული დარტყმით წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
34-ე წუთზე ინტერ მაიამის ახალწვეულმა კაზემირომ ბურთი დაკარგა, რამდენიმე წამში კი ავტო-გოლი გაიტანა და ანგარიშიც გათანაბრდა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლუის სუარესმა უკვე საგოლე პასი მიითვალა, გოლით თავი კი ნოა ალენმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში თამაშში ლიონელ მესიც ჩაერთო, თუმცა ინტერ მაიამიმ გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, 84-ე წუთზე კი ბრაის მენდესმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში (2-2) დააფიქსირა.
18 მატჩში დაგროვეუბლი 38 ქულით ინტერ მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ნეშვილს 2 ქულით ჩამორჩება.
ლუის სუარესის ანგარიშზე კი MLS-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ურუგვაელი ბომბარდირთა ლიდერებს 3 გოლით ჩამორჩება.