VIDEO: მესისა და კაზემიროს თავური გოლები - რა ტიტული მოიგო ინტერ მაიამიმ?
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამიში ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ჩემპიონების თასის მატჩი (Campeones Cup) გაიმართა.
MLS-ის თასის გამარჯვებული ინტერ მაიამი მექსიკის Liga MX-ის გამარჯვებულ კრუს ასულს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.
24-ე წუთზე ლუის სუარესის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, რომელმაც ინტერ მაიამის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.
81-ე წუთზე კი არგენტინელმა უკვე თავად გააკეთა საგოლე პასი კუთხურიდან, მატჩს წერტილი კი ასევე თავური დარტყმით კაზემირომ დაუსვა.
Campeones Cup 2018 წლიდან ტარდება, ინტერ მაიამიმ კი აღნიშნული ტიტული პირველად მოიგო.
ლიონელ მესიმ MLS-ის მოთამაშეებს შორის ყველა ტურნირზე გატანილ 100 გოლს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ეს კი მისთვის კარიერაში 49-ე ტიტულია.