საბა ლობჟანიძის რეალ სოლტ ლეიკი MLS-ის მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე ნიუ იორკ სიტისთან 0:2 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრების გარემარბი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა შეუცვლელად, 90 წუთი.
ლობჟანიძემ ანგარიშის გათანაბრება რამდენჯერმე სცადა. მას გოლის გატანის სამი რეალური შანსი ჰქონდა. ერთ ეპიზოდში ქართველმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან, დაახლოებით 2-3 მეტრიდან დაარტყა, თუმცა ნიუ იორკ სიტის მეკარემ რთული ბურთი მოიგერია.
სხვა ეპიზოდებშიც სტუმართა გოლკიპერმა მეთ ფრიზმა რამდენიმე რთული სეივი შეასრულა და დამსახებულადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძემ რეალ სოლტ ლეიკის რიგებში ტრანსფერის შემდეგ უკვე 13 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.