საბა ლობჟანიძემ ჰიუსტონ დინამოსთან გასვლით მატჩში (1:2) მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და რეალ სოლტ ლეიკის ოფიციალური ვებგვერდის შექებაც დაიმსახურა.
კლუბის შეფასებით, მიუხედავად გუნდის რთული პერიოდისა, ქართველმა ფლანგის შემტევმა მოედანზე შესვლისთანავე შეტევას ენერგია, ფანტაზია და შეუპოვრობა შემატა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ლობჟანიძემ 76-ე წუთზე ლინეკერ როდრიგესთან ერთად ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა. მან 55-მეტრიანი დრიბლინგი განახორციელა, ბურთი მეკარის თავზე ეფექტურად გადაგდებით გაიტანა და ბოლო ორ მატჩში თავისი მეორე გოლი მიითვალა.
როგორც კლუბი აღნიშნავს, ეს წყვილი და ქართველი ფეხბურთელის მაღალი სათამაშო კლასი რეალ სოლტ ლეიკისთვის სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ნათელი წერტილი და დიდი იმედია.
გუნდის ვებგვერდზე აღნიშნულია:
ლობჟანიძე გუნდს პირველ ივლისს, ატლანტაში გატარებული პერიოდის შემდეგ შეუერთდა და მალევე გამოიჩინა თავი როგორც ძირითად შემადგენლობაში, ისე შეცვლაზე შემოსვლისას. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე გასვლისას ყოველ მატჩს ენერგიასა და ფანტაზიას მატებს. ეს მისი მეორე გოლია ბოლო ორ თამაშში. მანამდე მან ანგარიში გასულ შაბათს ლოს-ანჯელესთან (2:2) გაათანაბრა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა საბოლოოდ მეორე გოლიც გაუშვეს, ლობჟანიძისა და როდრიგესის მიერ შეტანილმა ფანტაზიამ და შეუპოვრობამ სეზონის გადამწყვეტ ეტაპამდე რეალ სოლტ ლეიკის შემტევი პოტენციალის იმედის მომცემი სურათი დაგვანახა. ეს წყვილი უდავოდ ნათელი წერტილია იუტის გუნდის ბოლოდროინდელი პრობლემების ფონზე