-
Aa
+
ფონტის ზომა
მისი შეუპოვარი ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა მას მოედანზე ლიდერად აქცევს, თუმცა ჯუდი ასევე არაერთხელ ყოფილა კამათის, დისციპლინური სასჯელებისა და მედია სკანდალების გამომწვევი.
ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, დორტმუნდის მიერ ბაიერნთან წაგებული მატჩის შემდეგ, ბელინგემი მსაჯ ფელიქს ცვაიერის საკამათო პენალტის გადაწყვეტილებამ მკვეთრად გააღიზიანა და მატჩის შემდგომ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა:
შეგიძლიათ მატჩში ბევრ გადაწყვეტილებას შეხედოთ, გერმანიის ყველაზე დიდ თამაშზე მსაჯს რომ დანიშნავ, რომელიც წარსულში მატჩების ჩაწყობაში იყო მხილებული, რას ელით?
ამ სიტყვებს ბაიერნის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ კანის მწვავე შეფასება მოჰყვა, რომელმაც ბელინგემის ნათქვამს „ზედმეტად შორს წასვლა“ უწოდა, თავად ფეხბურთელს კი სოლიდური ჯარიმა დაეკისრა და დისკვალიფიკაციას ძლივს გადაურჩა.
მისი ფეთქებადი ემოციები გერმანიაში 2022 წელსაც გამოჩნდა. იმავე წლის თებერვალში, ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში რეინჯერსთან ორი მატჩის ჯამში 4:6 ჩამორჩენისას, ბელინგემი თანაგუნდელ ნიკო შულცს წარუმატებელი გადაცემის გამო მკაცრად ეუხეშა სიტყვებით: „ერთ წყეულ პასს ვერ აკეთებ ნორმალურად, სრული ნაგავი ხარ! ყოველ ჯერზე!“
2022–2023 წლების სეზონის მიწურულს, ბუნდესლიგის საჩემპიონო რბოლაში დორტმუნდის ჩავარდნის ფონზე, გასახდელში არსებულ დაძაბულობაზეც იწერებოდა, ხოლო ემრე ჯანთან აპრილის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჯანმა აღნიშნა, რომ ბელინგემს პროფესიონალიზმის კუთხით „ბევრი რამ აქვს სასწავლი“.
მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ ბელინგემის წარმატებულ სტარტს თან ახლდა ლა ლიგის მსაჯებთან მწვავე კონფლიქტები. 2024 წლის მარტში, ვალენსიასთან მესტალიაზე გამართულ მატჩში, 99-ე წუთზე ბელინგემმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ხილ მანსანომ საფინალო სასტვენი ჩაბერა მაშინ, როცა ბურთი ჰაერში იყო. გაბრაზებულმა ფეხბურთელმა მსაჯს მიმართა: "ეს წყეული გოლია, ბურთი ჰაერში იყო, რა ჯანდაბაა ეს?!" მას წითელი ბარათი და ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
ასევე 2024 წელს, ლა ლიგის ეგიდით ხეტაფესთან 2:0 მოგებული მატჩის დროს მომხდარი ეპიზოდის გამო, ჯუდ ბელინგემს სავარაუდო შეურაცხმყოფელი რეპლიკის გამო მეტოქე თავდამსხმელის, მეისონ გრინვუდის მიმართ ბრალი დაედო. ხეტაფემ ლა ლიგას საჩივრით მატჩის მეორე დღესვე მიმართა, ხოლო ლა ლიგამ ინციდენტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) შეჯიბრებების კომიტეტს გადასცა, სადაც აღნიშნული იყო: „მატჩის შემდეგ სოციალური მედიის საშუალებით დაფიქსირდა შეტყობინებები შესაძლო ინციდენტის თაობაზე, რომლის დროსაც სტუმარი მოთამაშე ჯუდ ბელინგემი სათამაშო ეპიზოდის შემდეგ ინგლისურად სავარაუდოდ შეურაცხყოფას აყენებდა მასპინძელ მოთამაშე მეისონ გრინვუდს“.
ჯუდს მეისონივისთვის "Rapist"-ის დაძახებას აბრალებდნენ. RFEF-მა დაადასტურა, რომ არ არსებობდა სანდო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ რა თქვა სინამდვილეში ბელინგემმა, რის გამოც ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია არ დაემუქრა.
Bellingham calling Greenwood a rapist 😂😂 https://t.co/9oL17L1jvk
— Matthew Dorrington (@MattDorrington_) February 1, 2024
2024 წლის მიწურულს ბელინგემის პირად ცხოვრებაში ახალი სახე, ამერიკელი მოდელი და ინფლუენსერი ეშლინ კასტრო გამოჩნდა. ცნობების თანახმად, მათ 2024 წლის ნოემბერში დაიწყეს ინსტაგრამზე კონტაქტი და შესაძლოა სელებრითების გაცნობის აპლიკაცია Raya-ზეც დაკავშირებოდნენ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც კასტროს ურთიერთობა NBA-ს მოთამაშე ტერენს მანთან დასრულდა.
2025 წლის იანვრის ბოლოს წყვილის რომანი უკვე აქტიურად განიხილებოდა მას შემდეგ, რაც კასტრო ბელინგემის მშობლებთან ერთად ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრო ზალცბურგის წინააღმდეგ. გავრცელებულ ჭორებს, თითქოს კასტრო 21 წლის ბელინგემთან ურთიერთობაში ყოფილთან დაშორებამდე შევიდა, ინსაიდერმა ასე უპასუხა:
ეს ყველაფერი სიცრუეა. ადამიანები, ცხადია, სხვადასხვა ამბავს მოიგონებენ, მაგრამ არაფერია სიმართლე. სასაცილოა, როგორ იგონებენ ყოველდღე ახალ თეორიებს ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ. უბრალოდ უცნაურია!
2026 წლის იანვარში ბელინგემი მორიგი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ლევანტესთან მატჩამდე ესპანელმა იუთუბერმა AuronPlay-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბელინგემს ზედმეტად უყვარს ალკოჰოლი და ესპანეთის ყველა ღამის კლუბში ყოფილა, რასაც ლევანტესთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ტრიბუნებიდან სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა.
იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაციაც, თითქოს იგი არ იყო დარწმუნებული ჩაბი ალონსოს მეთოდებში, რაზეც ბელინგემმა თავის JB5 აპლიკაციაში დაწერა: „ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც წაიკითხავთ“. 2026 წლის 20 იანვარს, მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგაზე 6:1 მოგებულ მატჩში, 2026 წელს თავისი პირველი გოლის გატანისას, ბელინგემმა სიცილით გააკეთა ჟესტი, თითქოს სასმელს სვამდა. TNT Sports-თან მან განმარტა:
ბევრი ადამიანი ბევრ რამეს ამბობს. ამას ორი მხარე აქვს: შეგიძლია იტირო და იწუწუნო, ან ადვოკატი გაგზავნო, ან უბრალოდ აჰყვე და ისიამოვნო. ეს იყო პატარა ხუმრობა გულშემატკივრებისა და იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც იმას ამბობენ, რაც მოესურვებათ.
მე ვიცი სიმართლე, ვიცი, რა ხდება სინამდვილეში ჩემს პირად ცხოვრებაში, ვიცი, რას ვაძლევ სპორტსა და გუნდს. გარედან მომავალ ხმაურს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სასიამოვნოა, როცა პატარა ხუმრობის უფლებას მისცემ თავს.
მოგვიანებით, 2026 წლის 24 ოქტომბერს, ბელინგემს ბრაზილიური Portal LeoDias-ის ინფორმაციით, ეშლინ კასტროსთან ღალატში დასდეს ბრალი თანაგუნდელ ვინისიუს ჟუნიორის მიერ მადრიდში გამართულ წვეულებაზე. მედიის მიხედვით, ერთ-ერთ ვიდეოში სტუმარმა კარლამ ვიდეოზე, რომელშიც "ძალიან მომეწონა, ძალიან მომეწონა, ძალიან მომეწონა“ იმეორებდა, ბელინგემი დათაგა. ეს ვიდეო კარლამ თავის Close Friends სთორიში დადო და ამჟამად საჯაროდ არაა გამოქვეყნებული.
სწრაფად გავრცელდა ჭორები, რომ ჯუდმა წვეულებაზე რამდენიმე გოგონას აკოცა და ეშლინს უღალატა. ნაწილი მიიჩნევდა, რომ წყვილი წვეულებამდე უკვე დაშორებული იყო. მიუხედავად ამისა, 16 ნოემბერს, მადრიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგაზე 3:2 მოგებული მატჩის შემდეგ ფეხბურთელი ტრიბუნებზე ავიდა და ეშლინ კასტროს თბილად მოეხვია და აკოცა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები