მადრიდის რეალის ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ფეხბურთელებზე ვრცლად ისაუბრა.
პორტუგალიელი ვეტერანი დარწმუნებულია, რომ სეზონის რთული სტარტის მიუხედავად, ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესო ფორმას მალე აღიდგენს.
თავისი კლასის წყალობით, ვინისიუსი ჩვეულ დონესა და სტატუსს აუცილებლად დაიბრუნებს. ბუნებრივია, დიდ მოთამაშეებს აქვთ ჩავარდნები, თუმცა ეს მის შესაძლებლობებთან კავშირში არ არის
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით გამოარჩია იან დიომანდე, რომელმაც დისკვალიფიცირებული ვინისიუსის არყოფნაში შანსი იდეალურად გამოიყენა. ფიგუს თქმით, კოტ-დ'ივუარელი შემტევი მადრიდის რეალის მაღალ მოთხოვნებს კარგად მოერგო. მას განსაკუთრებით დიომანდეს სისწრაფე, მიზანდასახულობა და დაცვით ფაზაში გუნდისთვის გაღებული მსხვერპლი ხიბლავს.
გარდა ამისა, ფიგუმ არდა გიულერის სათამაშო პროგრესსა და შემოქმედებით უნარებზეც გაამახვილა ყურადღება. გუნდის საერთო წარმატებასა და დაცვითი ბალანსის გაუმჯობესებას კი ის პირდაპირ ჟოზე მოურინიოს მიაწერს.
რეალი ახლა შესანიშნავ პერიოდს გადის და ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებების დამსახურებაა. მოთამაშეებმა დაცვაში თამაში გააუმჯობესეს, თავდასხმაში კი მათ ისედაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სხვაობის შექმნა. სწორედ ეს ბალანსია გუნდის წარმატებული სერიის მთავარი მიზეზი