ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კაფუმ ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის დანიშვნაზე ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სელესაომ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა - ეკვადორთან გასვლაზე 0:0 ითამაშა, სახლში კი პარაგვაის 1:0, ვინისიუს ჯუნიორის გოლით მოუგო.
„ნაკრების სათავეში კარლეტოს ნახვა ძალიან საინტერესოა, ჩემთვის ის ყველაზე ბრაზილიელი იტალიელი კაცია მსოფლიოში. ახლა ყველას უნდა, რომ მან მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინოს. ტიტული 24 წელია არ მოგვიგია და კარლო არის ის ადამიანი, რომელმაც ნაკრები ამ მიზნამდე უნდა მიიყვანოს.
მის შტაბში მუშაობა გამიხარდებოდა. მას დავურეკე და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვე. თუ მოინდომებს, მზად ვარ.
მასთან ერთად ნაკრებმა დაცვაში უკვე ძალიან მოუმატა. თუ ის საბოლოოდ შეძლებს დაცვაში თამაშის მოგვარებას, ბრაზილია შესაძლოა გახარებული დარჩეს. როდრიგო, ვინისიუსი, რაფინია და სხვები შეტევაში - უკვე საკმარისი ნიჭია, რაც დიდი ხანია არ გვქონია." - აღიშნა კაფუმ.
პარაგვაისთან 1:0 მოგებით ბრაზილიამ 2026 წლის მუნდიალზე მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდა.