ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, მიკელ არტეტაზე კრიტიკულად ისაუბრა.
„თავისი ბოლო კომენტარებით არტეტა უფრო სოციალური ქსელების ფანს ჰგავს, რომელიც სულ მსაჯების გადაწყვეტილებებზე და ტრავმებზე წუწუნებს. სასაცილოა მისი სიტყვები, თითქოს არსენალმა პსჟ-სთან ორმატჩიან დუელში ფინალში გასვლა უფრო დაიმსახურა. ლუის ენრიკეს გუნდი ორივე მატჩში უკეთესი იყო.
სხვა ყველაფერი არის უბრალოდ სასაცილო თავის მართლება, მითუმეტეს ტრავმების საკითხში. პრემიერ ლიგის უამრავი სეზონის გახსენება შეგვიძლია, რომელშიც დამარცხებულს შეუძლია თქვას: "კი მაგრამ, ასე რომ ყოფილიყო..."
ყველა ნეიტრალურმა გულშემატკივარმა იცის, რომ ტრავმა, რომელმაც ამ სეზონს თავისი კვალი დაატყო, სწორედ არსენალთან მატჩში მოხდა, რომელშიც როდრიმ წინა წლის სექტემბერში უმძიმესი დაზიანება მიიღო - ეს იყო ერთ-ერთი პირველი იმ უამრავი მატჩიდან, რომელიც არსენალს წესით უნდა მოეგო, მაგრამ ფრე ითამაშა.
შეძლებდა თუ არა ჯანმრთელი როდრი საჩემპიონო ბრძოლაში სხვაობის შექმნას და ლივერპულისთვის გზის გადაღობვას? ამას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ.
არტეტას ბევრი დამსახურება აქვს, ამიტომ სამართლიანია, რომ არსენალში მწვრთნელის შეცვლა არ უნდათ. თუმცა, არტეტას ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს, რომ მომავალ სეზონში შედეგი აქვს დასადები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ფუნდამენტური და მრავალწლიანი შრომა მხოლოდ მის შემცვლელს წაადგება, რომელიც მხოლოდ მცირე და ბოლო შტრიხების დამატებას მოითხოვს." - აღნიშნა კარაგერმა.