ჯეიმი კარაგერმა ლივერპულის ახალწვეულის, მილოშ კერკეზის თამაში გააკრიტიკა.
მერსისაიდულმა გუნდმა კერკეზი გასულ ზაფხულს ბორნმუთიდან დაიმატა.
კერკეზის თამაშზე:
ხანდახან უყურებ კერკეზის თამაშს და გგონია, რომ მარცხენა მცველად დარვინ ნუნიესი გყავს. ეს ცოტა სიგიჟეა. არანაირი სააზროვნო პროცესი არ ჩანს. რას აკეთებს ბურთით? როგორ ურთიერთობს თანაგუნდელებთან? უბრალოდ თავს დაბლა სწევს და გარბის. თავს დაბლა სწევს და გარბის. ის არასდროს სწევს თავს, რომ პასის გაკეთება სცადოს.
პერსპექტივაზე:
ბევრად უკეთ თამაში სჭირდება. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და იგივე ენდი რობერტსონის მაგალითზე უკვე გვინახავს, რომ ზოგჯერ მარცხენა მცველები ლივერპულში კარიერას იდეალურად ვერ იწყებენ. მაგრამ მან აუცილებლად უნდა მოუმატოს, — განაცხადა მერსისაიდელთა ყოფილმა მცველმა.