ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
12 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება ქართველმა სპორტსმენმა, ტატო გრიგალაშვილმა [81 კგ] მოახერხა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გადამწყვეტ ბრძოლაში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა.
ტატოს ფინალამდე ცოტა ხნით ადრე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 73 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდარულმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში აჯობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება ვაჟა მარგველაშვილმა [66 კგ] მოახერხა, ეთერ ლიპარტელიანი [57 კგ] კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
კომენტარები
22 საათის წინ
15 დღის წინ
9 დღის წინ